სირიაში რუსეთის მხარდაჭერით ასადის რეჟიმმა იდლიბის ყველაზე დიდი რაიონი მაარატუნუმანი აიღო

სირიაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბაშარ ასადის რეჟიმმა იდლიბის ყველაზე დიდი რაიონი მაარატუნუმანი აიღო

1349447
სირიაში რუსეთის მხარდაჭერით ასადის რეჟიმმა იდლიბის ყველაზე დიდი რაიონი მაარატუნუმანი აიღო

სირიაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბაშარ ასადის რეჟიმმა უგულებელყო ასტანის და სოჭის შეთანხმება და იდლიბის ყველაზე დიდი რაიონი მაარატუნუმანი აიღო.

ასადის რეჟიმის არმია და ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხოური ტერორისტული ჯგუფებისგან შემდგარი რეჟიმის ძალები ილდიბის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით ხმელეთიდან წინსვლას აგრძელებენ.

ოპოზიციურ და რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ჯგუფებსა და რეჟიმის ძალებს შორის ხანგრძლივი დაპირისპირების შედეგად, მაარატაუნუმანის რაიონის ცენტრი ასადის ძალებმა აიღო.

რეჟიმის ძალებმა რუსეთის საჰაერო მხარდაჭერით იდლიბის სამხრეთ – აღმოსავლეთით მდებარე 15 დასახლება დაიკავეს და ალყაში მოაქციეს მისი უმსხვილესი რაიონის მაარატუნუმანის ცენტრი.


საკვანძო სიტყვები: #იდლიბი , #ბაშარ ასადი , #რუსეთი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები