ტრამპი დღეს გამოაცხადებს “საუკუნის შეთანხმებას“

პალესტინელები უარყოფენ ამ გეგმის მიღებას

1348700
ტრამპი დღეს გამოაცხადებს “საუკუნის შეთანხმებას“
Nebil Ebu Rudeyne.jpg
Mahmud Abbas.jpg

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს გამოაცხადებს ისრაელ-პალესტინის საკითხზე ე.წ. სამშვიდობო გეგმას, რომელსაც "საუკუნის შეთანხმება"-საც ეძახიან. თუმცა, მის მიმართ პალესტინელებში უარყოფითი რეაქცია იზრდება. ამასთან დაკავშირებით პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ რაიმე გარიგებას და ერთგულნი რჩებიან პრობლემის მოგვარებას ორ სახელმწიფოებრიობის პრინციპზე. ამის შესახებ აბასმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დომინიკ რააბთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა და  აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან მშვიდობის დამყარებისათვის საერთაშორისო გადაწყვეტილებების შესაბამისად და მის კონტექსტში მოლაპარაკებებისთვისაც მზად არიან. პალესტინის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საჯაროდ დაუჭირა მხარი ისრაელს და თქვა:”ჩვენ არ მივიღებთ აშშ-ის ცალმხრივ როლს პრობლემის პოლიტიკურ გადაწყვეტაში.” ამის პარალელურად, პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ნებილ ებუ რუდეინემ  არაბული და ისლამური ქვეყნების ელჩებს მოუწოდათ, არ დათანხმდნენ ტრამპის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს პალესტინელი ხალხის უფლებების ჩამორთმევას რა, ამასთან ხელს უშლის პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და მის დედაქალაქად  აღმოსავლეთ იერუსალიმის აღიარებას



მსგავსი ინფორმაციები