ჩავუშოღლუმ პალესტინის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჩავუშოღლუ დავოსში გეირ პედერსენს და იენს სტოლტენბერგსაც შეხვდა

1346035
ჩავუშოღლუმ პალესტინის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ შვეიცარიის ქალაქ, დავოსში მიმდინარე რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში  „ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დიალოგის საჭიროება“ სახელწოდების შეხვედრას დაესწრო და აქ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პალესტინის საკითხი ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემების ცენტრში მდებარეობს. „პალესტინის საკითხი ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემების ცენტრში მდებარეობს. დღეისათვის როგორც არასდროს საჭიროებს, რომ პალესტინის ტერიტორიები რომლის დედაქალაქიც 1967 წლის საზღვრების ფარგლებში,  აღმოსავლეთ იერუსალიმი გახლდათ, ისე უნდა იქნეს აღიარებული“, განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქმა დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ  ლიბიასა და სირიაში არსებული დაძაბულობის შემცირება, სწორედ რომ   პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის  მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით მოხდა. მისივე თქმით, თურქეთს ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა სურს.

მეორეს მხრივ, დავოსში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელ სირიაში, გეირ პედერსენს და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურ მდივნ, იენს სტოლტენბერგს ცალ-ცალკე შეხვდა. ორივე შეხვედრაზე, იდლიბში მიმდინარე მოვლენები და სირიის  საკონსტიტუციო კომიტეტის სამუშაოები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები