საბერძნეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუ გახდა
საბერძნეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუ გახდა
1345451
საბერძნეთში, პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატიის“ მიერ წამოყენებული საპრეზიდენტო კანდიდატი, ეკატერინი საკელაროპულუ პარლამენტში ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის სახელით შევიდა. 1956 წელს დაბადებულ უკვე ყოფილ, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს პირველ ქალ თავმჯდომარეს, ეკატერინი საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა დაუჭირა მხარი. საბერძნეთის პრეზიდენტს, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევენ, ცერემონიალური როლი აკისრია. ეკატერინი საკელაროპულუ ოფიციალურ მოვალეობის შესრულებას 14 მარტს გასამართი ოფიციალური ცერემონიის შედმეგ დაიწყებს.
მსგავსი ინფორმაციები
ანკარა-ათენს შორის „პოზიტიური დღის წესრიგის“ ფარგლებში დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება
ანკარა-ათენს შორის „პოზიტიური დღის წესრიგის“ ფარგლებში დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება