პუტინმა დაამტკიცა ახალი მთავრობა

ახალ კაბინეტში ოთხმა მინისტრმა პორტფელი შეინარჩუნა

პუტინმა დაამტკიცა ახალი მთავრობა

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა მინისტრთა საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა წარადგინა.
ახალ კაბინეტში პორტფელები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა, ხოლო ეკონომიკის, იუსტიციის, სპორტის და კულტურის მინისტრები შეიცვალნენ. სპორტის მინისტრი  ოლეგ მატიცინი, კულტურის ოლგა ლიუბიმოვა, ხოლო იუსტიციის მინისტრი კი კონსტანტინე ჩუიჩენკო გახდა. პრემიერ მინისტრის მოადგილეების რაოდენობა 10-დან 9-მდე შემცირდა. მინისტრთა ახალი კაბინეტის პირველ სხდომაზე პუტინმა მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ, ხოლო ახალმა პრემიერ-მინისტრმა მიშუსტინმა თქვა, რომ მოსახლეობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაზრდისთვის განსაზღვრული დავალებები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს



მსგავსი ინფორმაციები