იდლიბზე რუსების თავდასხმის შედეგად 26 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა

იდლიბზე რუსების თავდასხმის შედეგად 26 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა

1345163
იდლიბზე რუსების თავდასხმის შედეგად 26 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა

სირიაში იდლიბის დეესკალაციის ზონაში მდებარე დასახლებებზე რუსული გამანადგურებლების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 26 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა.

ოპოზიციის სათვალთვალო ცენტრის ცნობით, გუშინ დილიდან რუსულმა თვითმფრინავებმა ილდიბის  სოფლები ბარა, ბსიდა და მასარანი და ალეპოს დასავლეთი პერიფერიაში მდებარე სოფლები კეფერ დაელი, მანსურა, კეფერ თეალი, ირჰაბი, თაკადი, შამიკო, ინდომი, ჯიდრაია, კეფერ ნაჰა, თერმანინი და კეფერი დაბომბეს.

სამოქალაქო თავდაცვის წყაროების (თეთრი ჩაფხუტიანები) ინფორმაციით, იდლიბის სოფელ ბარაში 2, ალეპოს დასავლეთით სოფელ კეფერ თეალში ერთი ოჯახიდან 6 ბავშვი სულ 9, ტაკადში 1, 2 ჯიდრაიაში, 1 თერმანინში, კეფერ ნაჰაში 2, ირჰაბში 1, კეფერ ნურანში 8 მთლიანობაში 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაირუპა.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებ აგრძელებენ სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს და ამასთანავე ცდილობენ ხანძრების ჩაქრობას.

იმის გამო რომ შეტევები გრძელდება, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.



მსგავსი ინფორმაციები