ირანელმა დეპუტატმა ტრამპის მკვლელობაზე ჯილდო დააწესა

ირანელმა დეპუტატმა ტრამპის მკვლელობაზე ჯილდო დააწესა

1344853
ირანელმა დეპუტატმა ტრამპის მკვლელობაზე ჯილდო დააწესა

ირანის პარლამენტის კირმანის პროვინციის დეპუტატმა აჰმად ჰამზამ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდოდ 3 მილიონი დოლარი დააწესა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ირანული სააგენტო „ისნა“ ავრცელებს.  „კირმანის ხალხის სახელით ვინც ტრამპს მოკლავს  3 მილიონ დოლარს გადავუხდი“, აცხადებს ჰამზა.  შეგახსენებთ რომ კირმანი,   ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდლის ქასიმ სულეიმანის, რომელიც ამერიკამ 3 იანვარს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოკლა, სამშობლოა.



მსგავსი ინფორმაციები