ნასრალლაჰის მუქარას, ისრაელმა მუქარითვე უპასუხა

“ნასრალლაჰს  ვერავითარი თავშესაფარი ვერ გადაარჩენს“

1340172
ნასრალლაჰის მუქარას, ისრაელმა მუქარითვე უპასუხა

 

ისრაელის საგარეო საქმეთა და დაზვერვის მინისტრმა ისრაელ კათზმა მუქარის მესიჯი გაუგზავნა ჰეზბოლას გენერალურ მდივანს ჰასან ნასრალაჰს და მასში აღნიშნა, რომ ვერავითარი თავშესაფარი ვერ დაიცავს მის უსაფრთხოებას. კათზმა, სოციალურ ქსელ ტვიტერის ანგარიშზე არაბულად გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ ნასრალაჰი მუდმივად აგრძელებს მუქარებს როგორც ისრაელის პრემიერ მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს, ასევე თვით ისრაელის მიმართაც, რაც მისი ქედმაღლობის გაზრდაზეც მიუთითებს. “როცა ირანმა გააფრთხილა ნასრალლაჰი ირანელი გენერლის სულეიმანის შემდეგ მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ,  იგი იძულებული გახდა თავშესაფარში კიდევ უფრო ღრმად ჩასულიყო დასამალად, მაგრამ, თუ ის კვლავ გაგრძელებს ისრაელის გამოწვევას, მას ვერავითარი თავშესაფარი ვერ დაეხმარება”, ხაზგასმით აღნიშნავს ისრაელის მინისტრი



მსგავსი ინფორმაციები