ირანში რამდენიმე კაცი დააკავეს

ისინი ავიალაინერის ჩამოგდების გამოძიების ფარგლებში დააკავეს

1340701
ირანში რამდენიმე კაცი დააკავეს

 

ირანის სასამართლო ხელისუფლების პრეს-სპიკერმა გულამ ჰუსეინ ისმაილიმ თქვა, რომ უკრაინული ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დედაქალაქ თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისმაილიმ ისიც თქვა, რომ თვითმფრინავის შავი ყუთი საფრანგეთში გაგზავნეს. მანვე მიუღებელი უწოდა თეირანის ანტი სამთავრობო დემონსტრაციებში  ბრიტანეთის ელჩის მონაწილეობას და ამ დემონსტრაციებზე ფოტოსურათების გადაღებას. “საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთი პირები შეიძლება გამოცხადდნენ "არასასურველი პირებად" და ირანის საზოგადოება ელოდება ბრიტანეთის ელჩის დეპორტაციას“, ხაზგასმით განაცხადა ისმაილიმ.



მსგავსი ინფორმაციები