ტრამპი ირანში გამართულ აქციებს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს

ტრამპი ირანში გამართულ აქციებს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს

1339121
ტრამპი ირანში გამართულ აქციებს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში, ჩამოგდებულ უკრაინულ ლაინერის მიმართ  გამართულ აქციებს ეხმაურება და მათ მხარდაჭერას უცხადებს. ტრამპმა  საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით მესიჯი სპარსულ ენაზე გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:  „მამაც და მრავალტანჯულ ირანელ ხალხს: მხარს გიჭერდით ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან და ჩემი ადმინისტრაცია კვლავ თქვენს გვერდით იქნება. ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტებს და შთაგონებულები ვართ თქვენი სიმამაცით. ირანის მთავრობამ უნდა მისცეს უფლებადამცველ ორგანიზაციებს საშუალება, დააკვირდნენ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მშვიდობიანი მომიტინგეების კიდევ ერთი დახოცვა ან ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვა არ უნდა მოხდეს. თქვენ მთელი მსოფლიო გიყურებთ“.



მსგავსი ინფორმაციები