ანტისამთავრობო აქციები ირანში

ანტისამთავრობო აქციები ირანში

1339119
ანტისამთავრობო აქციები ირანში
tahran rejim karsiti gosteri4.jpg
tahran rejim karsiti gosteri3.jpg
tahran rejim karsiti gosteri2.jpg
tahran rejim karsiti gosteri1.jpg

ირანის დედაქალაქ თეირანში,  უკრაინის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულების პატივის მისაგებად გამართული მსვლელობა, ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა. თვითმფრინავის ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის მხრიდან ჩამოგდების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა და მომხდარი გააპროტესტა. დაღუპულებს შორის ირანელი სტუდენტებიც გახლდათ რა, შერიფის უნივერისტეტთან შეკრებილები „სულეიმანი მკვლელია, მისი წინამძღოლი ხამანეი კი გაუნათლებელი“ ლოზუნგებს გაიძახოდნენ.  აქციის მონაწილეები ასევე  ქვეყნის მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ  და გენერალ ქასიმ  სულეიმანის ფოტოები დახიეს. ისინი ქვეყნის სულიერი  ლიდერის აიათოლა ხამენეის გადადგომასაც  ითხოვდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ანტისამთავრობო აქციები , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები