თეირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა

“ეს იყო უნებლიე, ადამიანური შეცდომა“

1338791
თეირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა

 

თეირანმა საბოლოოდ აღიარა, რომ უკრაინული ავიალაინერი მათ ჩამოაგდეს. ირანის გენერალური შტაბის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ხსენებული თვითმფრინავი, მეტად "მგრძნობიარე სამხედრო წერტილზე" გავლის დროს, შემთხვევით,  უნებლიედ, "ადამიანური შეცდომის" შედეგად ჩამოაგდო. ამავე განცხადებით, ირანის მიერ აშშ-ის ერაყულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო შეტევის შემდეგ, ირანის გარშემო აშშ-ის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავების ფრენა გახშირდა და გავრცელდა ინფორმაციები, რომ ვაშინგტონი ირანის სტრატეგიულ და თავდაცვის ობიექტებზე თავდასხმებს განახორციელებს, ამიტომაც ირანის თავდაცვის სისტემები მგრძნობიარე მდგომარეობაში მოიყვანეს. ”აი სწორედ ასეთ მგრძნობიარე და კრიზისულ დროს, უკრაინული ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი თეირანის იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრინდა და წრიულად უკან მოხვევისას, მეტად ახლოს მიუახლოვდა  რევოლუციური გვარდიის კუთვნილ სამხედრო ცენტრს, რაც შეიძლება თავდასხმად მოეჩვენათ და უნებლიედ და შემთხვევით ჩამოაგდეს ეს თვითმფრინავი. ირანის გენერალური შტაბის უფროსმა ბოდიში მოუხადა დაღუპულთა ოჯახებს. "ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდება, ხოლო მომხდართან კავშირში მყოფი პირები პასუხს აგებენ“, აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა. „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს, თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა რა, ყველა მათგანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები