ასადი იდლიბის დაბომბვას აგრძელებს

დაიღუპა კიდევ 17 სამოქალაქო პირი

1338978
ასადი იდლიბის დაბომბვას აგრძელებს

 

სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ იდლიბის მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. სამოქალაქო თავდაცვის წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციებით, ასადის რეჟიმმა დილის საათებში, ქალაქ იდლიბის ცენტრზე, მარატუნნუნაზე, სერაქიბზე, ჰან ეს შებულუზე, ჰანტუტინზე, ნეირებზე, დადიჰის და ჰამდიეს დასახლებებზე საჰაერო თავდასხმები განახორციელა, რასაც მთლიანობაში 17 კაცი ემსხვერპლა და მათგან 2 ბავშვია, ხოლო 50 კაცი კი დაიჭრა და მათგან ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა რა, ამიტომაც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან. როგორც ცნობილია, რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის დადგენილება ამაღამ, ადგილობრივი დროით 00.01 საათზე შევა ძალაში



მსგავსი ინფორმაციები