კატასტროფა შავ ზღვაში

3 კაცი დაიღუპა, სამის ძებნა გრძელდება

1338233
კატასტროფა შავ ზღვაში

 

თურქული მას-მედიის ცნობით, სტამბოლის ქილიოსის ღია წყლებში, რუსეთის დროშით მცურავი ტანკერი სათევზაო ნავს შეეჯახა და განგაშის სიგნალის კვალდაკვალ ავარიის ადგილზე მისულმა სხვა თევზმჭერი ნავების პერსონალმა, ჩაძირულ ნავზე მყოფი 6 კაციდან სამის გადარჩენა შესძლეს, ხოლო დაკარგულად გამოცხადებული 3 ადამიანის ძებნა კი გრძელდება. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს დილით ადრე, დაახლოებით 06:30 საათზე, შავი ზღვის ღია წყლებში, ბოსფორის სრუტის ჩრდილო-დასალეთ რეგიონში, ქილიოსის სანაპიროდან 5 მილის დაშორებით, იზმირისაკენ მიმავალი რუსული ტანკერი, თურქულ თევზმჭერ ნავს შეეჯახა, რის შედეგადაც ნავი გადაბრუნდა და მასზე მყოფი 6 კაციდან სამი გადაარჩინეს, ხოლო დანარჩენების ძებნა გრძელდება რა, საძიებო ოპერაციებში სანაპირო დაცვის კატერები და ვერტმფრენები მონაწილეობენ



მსგავსი ინფორმაციები