ჩავუშოღლუ: „ერაყი მარტო არ არის, პრობლემებს ერთად გადავლახავთ“

ჩავუშოღლუ: „ერაყი მარტო არ არის, პრობლემებს ერთად გადავლახავთ“

1338040
ჩავუშოღლუ: „ერაყი მარტო არ არის, პრობლემებს ერთად გადავლახავთ“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ერაყს ამ რთულ პერიოდში მარტოდ არ დატოვებენ და არსებული პრობლემების გადალახვაში გვერდში დაუდგებიან. მან ამის შესახებ საგანგებოდ ჩასულ ერაყში თავის ერაყელ  კოლეგა, ალი ალ-ჰაკიმთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციის დროს, ირანელი გენერლის ქასიმ სულეიმანის, ბაღდადში მკვლელობის შემდეგ რეგიონში წარმოქმნილ დაძაბულობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ მათ, ერაყის გარე ძალების საომარ ველად გადაქცევას არ დაუშვებენ რა, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ყოველთვის გვერდში დაუდგებიან. მან, ერაყში ტერ-ორგანიზაცია, დაეში-ს და PKK-ს არსებობის გამო ისედაც არსებულ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და ყველას მოუწოდა, რომ ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივი სცენ. მევლუთ ჩავუშოღლუ ერაყში ვიზიტის დროს ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერსაც შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები