როჰანიმ ტრამპის მუქარას უპასუხა

“ ნურასოდეს ნუ დაემუქრებით დიდ ირანელ ერს”

1335841
როჰანიმ ტრამპის მუქარას უპასუხა

 

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას, რომ ირანის 52 ობიექტს მიწასთან გაასწორებენ, სოციალურ ქსელ ტვიტტერის საშუალებით უპასუხა და ტრამპს მოუწოდა, შეწყვიტოს ირანისადმი მუქარის შემცველი მესიჯების გავრცელება. 52 ამერიკელის გამხსენებლებმა სჯობს ისიც გაიხსენონ, თუ აშშ-ს საზღვაო ძალებმა 1988 წლის 3 ივლისს, ბენდერ აბასიდან დუბაიში მიმავალი IR 655-ს სამგზავრო თვითმფრინავი როგორ ჩამოაგდეს და 290 კაცი როგორ მოკლეს. “ასე რომ უმჯობესია, ვინც 52 ციფრზე მიუთითებს, იფიქრონ 290 ციფრზეც. ნურასოდეს ნუ დაემუქრებით დიდ ირანელ ერს”, აღნიშნავს როჰანი. როგორც ცნობილია, 1979 წლის 4 ნოემბერს, თეირანში აშშ–ის საელჩო იქნა ოკუპირებული და 52 დიპლომატი მთელი 444 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი. ტრამპმა 52 სამიზნის დასახელებისას სწორედ ეს 52 კაცი იგულისხმა, ხოლო როჰანიმ კი მის სანაცვლოდ, ამერიკის მიერ 1988 წელს ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავი შეახსენა, რომელშიც 290 კაცი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები