პენტაგონის შეფი უარყოფს ერაყიდან გამოსვლას

“პირიქით, რეგიონში დამატებით ჯარებს გავაგზავნით“

1335934
პენტაგონის შეფი უარყოფს ერაყიდან გამოსვლას

 

როგორც განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა, მისი ქვეყანა არ აპირებს ერაყიდან გამოსვლას. პენტაგონის შეფი აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსს, არმიის  გენერალ მარკ მილლერს შეხვდა და პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს, რომელზედაც ესპერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავისი ძალების გასაძლიერებლად რეგიონში დამატებით ჯარებს გააგზავნის. მანვე უპასუხა სოციალურ მედიაში გავრცელებული წერილის შესახებ დასმულ კითხვას, რომლის მიხედვითაც ამერიკა ერაყიდან გასვლას აპირებს, თქვა: "ერაყიდან გამოსვლის თაობაზე რაიმე  გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომ არ ვიცით, თუ რა არის ეს წერილი, რომელსაც ვეძიებთ და ვერ ვპოულობთ. პირიქით, ჩვენს ძალებს რეგიონში გავზრდით.“ ხსენებული წერილის მიხედვით, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების ერაყის ჯგუფის მეთაურმა ერაყის მთავრობას მისწერა, რომ ამ ქვეყნის პარლამენტისა და პრემიერ მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე ისინი ერაყიდან გამოვლენ



მსგავსი ინფორმაციები