ტრამპიც მკაცრად დაემუქრა ირანს

“ირანის კუთვნილ 52 სამიზნეს დავარტყამთ“

1334789
ტრამპიც მკაცრად დაემუქრა ირანს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება აშშ-ს, ან მის ელემენტებს, მაშინ,  ისინი ირანის კუთვნილ 52 სამიზნეზე დარტყმას განახორციელებენ. აშშ–სა და ირანს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ირანის რევოლუციური გვარდიის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. “იერუსალიმის ძალების“ მეთაური, გენერალი ქასიმ სულეიმანი მოკლეს. ტრამპმა, რომელიც სოციალურ მედია Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა ირანის მუქარას აშშ-ს სამხედროებისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, აღნიშნა: ”მას შემდეგ, რაც ჩვენ ლიკვიდირება გავუკეთეთ ტერორისტს, რომელმაც ამ ბოლო ხანებში ასობით ირანელი მშვიდობიანი დემონსტრანტი და ერთი ამერიკელი მოქალაქე მოკლა, ხოლო ასობით კი დაჭრა, თეირანი აშშ-ის ზოგიერთ ობიექტზე თავდასხმის შესახებ თამამად საუბრობს. სულეიმანი უკვე რამდენიმე დღე იყო რაც ბაღდადში ამერიკის საელჩოს ესხმოდა თავს და ამის პარალელურად სხვა სამიზნეებზე დარტყმითაც იმუქრებოდა, თანაც, იგი ამის სამზადისშიც იყო. ირანი უკვე წლებია, რაც პრობლემების წარმოქმნის გარდა,  არაფერს აკეთებს. ეს იყოს ჩვენი გაფრთხილება. თუ ირანი თავს დაესხმება ამერიკელებს ან ამერიკულ ელემენტებს, ჩვენ დავარტყამთ 52 ირანულ ობიექტს, (რამდენიმე წლის წინ ირანის მიერ მძევლად აყვანილი 52 ამერიკელის საპატივსაცემოთ). ამათგან ზოგიერთი,  ირანისა და ირანული კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამიზნეებს და თვით ირანს, ძალიან სწრაფად და ძალიან მკაცრად დავარტყამთ. შეერთებულ შტატებს აღარ სურს რაიმე საფრთხე. ”- აღნიშნავს ტრამპი



მსგავსი ინფორმაციები