ირანელ გენერალს სამშაბათს ქირმანში დაასაფლავებენ
ხვალ თეირანში დიდი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება

აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაღუპული ირანელი გენერლის, კასიმ სულეიმანისა და 7 ადამიანის გასვენების პირველი ცერემონიალი გუშინ შუადღისას, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გაიმართა და მასში 10 ათასობით კაცმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ერაყის ექს-პრემიერ მინისტრი ადილ აბდულმჰედი, ერაყელი პარლამენტარები და შიიტი სასულიერო პირები. ცერემონიის მონაწილეები აშშ-სა და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. ბაღდადში დასრულებული ცერემონიის შემდეგ, ცხედრები ჯერ შიიტებისათვის წმინდა ქალაქ ქერბალაში, შემდეგ კი ნეჯეფში გადაიყვანეს და სულეიმანთან ერთად მოკლული, შეიარაღებული დაჯგუფება ჰაშდი შააბის მეთაურის მოადგილე ებუ მეჰდი ელ მუჰენდისი, აქვე დაკრძალეს. რაც შეეხება ირანელი გენერლის დაკრძალვას, დღეს გასვენების ცერემონია ჯერ ირანის ქალაქ აჰვაზში გაიმართება, შემდეგ კი მეშჰედში, საიდანაც დედაქალაქ თეირანში გადაიტანენ და ორშაბათს აქ დიდი სამგლოვიარო მიტინგი გაიმართება, რის დასრულების კვალდაკვალ ცხედარს გენერლის სამშობლო ქირმანში გადაიტანენ და სამშაბათს აქ დაკრძალავენ. გუშინ, ირანის ქალაქ კუმის ისტორიულ ჯემქერენის მეჩეთის მინარეთზე წითელი დროშა აღმართეს, რაც დიდი შურისძიების სიმბოლოდ ითვლება
მსგავსი ინფორმაციები

სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს კიდევ 9 წევრი იქნა ლიკვიდირებული
სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს კიდევ 9 წევრი იქნა ლიკვიდირებული

PKK-ს წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციები ქვეყნის შიგნითაც გრძელდება
PKK-ს წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციები ქვეყნის შიგნითაც გრძელდება