შიიტური დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-ს წინააღმდეგ მორიგი  საჰაერო იერიში განხორციელდა

შიიტური დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-ს წინააღმდეგ მორიგი  საჰაერო იერიში განხორციელდა

1334549
შიიტური დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-ს წინააღმდეგ მორიგი  საჰაერო იერიში განხორციელდა

მედიის ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში, შიიტური დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-ს მეთაურების გადამყვან კოლონაზე საჰაერო იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც, ავტომობილებში მყოფი 6 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ერაყის ერთ-ერთი კერძო ტელევიზია Sumeriye News-ი უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მეორეს მხრივ ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ავტოკოლონაში, საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლა“-ს მეთაურები იმყოფებოდნენ. საკითხს ერაყის სამთავრობო  საინფორმაციო  სააგენტო,  İNA-ც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო იერიში, შიიტური დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-ს მეთაურების მიმართ არ იყო განხორციელებული.



მსგავსი ინფორმაციები