ამერიკელი სენატორები აღაშფოთა ირანელ გენერალზე თავდასხმამ

“ტრამპმა ამერიკა ომის ზღვარზე მიიყვანა“

1333949
ამერიკელი სენატორები აღაშფოთა ირანელ გენერალზე თავდასხმამ

 

აშშ-ის ზოგიერთმა დემოკრატმა სენატორმა უარყოფითი რეაგირება მოახდინა აშშ-ის მხრიდან ბაღდადის აეროპორტზე განხორციელებული საჰაერო დარტყმა, რის შედეგადაც ირანელი გენერალი ქასიმ სულეიმანი და რამდენიმე კაცი დაიღუპა. სენატორებმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი,  აშშ-ის ომში ჩათრევაში დაადანაშაულეს. დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შეტაკებამდე კონსულტაცია არ გაუწია კონგრესს, ხოლო ამის პარალელურად მკაცრი რეაგირება მოახდინა პენტაგონის იმ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ “თითქოსდა ეს დარტყმა მიზნად ისახავდა ირანის მხრიდან მომავალი შეტევების თავიდან აცილებას“. ”გასაგებია, რომ ირანელი გენერალი სულეიმანი აშშ-ის მტერი იყო, მაგრამ შეკითხვა ასეთი ფორმით უნდა დაისვას: აშშ-ი, ირანის  ყველაზე ძლიერი მეორე პირის, კონგრესის ნებართვის გარეშე ლიკვიდირებით, ხელს უწყობს თუ არა უდიდესი სიდიადის რეგიონალური ომის დაწყებას? მიზეზი, რის გამოც ზოგადად ჩვენ არ ვკლავთ უცხო პოლიტიკურ მოღვაწეებს, არის რწმენა, რომ ასეთი ნაბიჯი უფრო მეტი ამერიკელის სიკვდილს გამოიწვევს. აი ეს უნდა გახდეს ჩვენი რეალური, გადაუდებელი და სერიოზული საზრუნავი ამაღამ“, ხაზგასმით განაცხადა მერფიმ." მსგავსი უარყოფითი რეაქცია მოახდინა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმაც, რომლის თქმითაც ტრამპის ადმინისტრაციამ, ამ თავდასხმის შესახებ სასწრაფო საჯარო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კონგრესსაც და ამერიკის საზოგადოებასაც, რადგან, ამ ნაბიჯმა შეიძლება ბოლო ათწლეულების განმავლობაში  ყველაზე დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს რეგიონში. სენატორ ტომ უდალის განცხადებით, ტრამპმა, კონგრესის ნებართვის გარეშე თავდასხმით, ამერიკელი ხალხი ახალი ომის ზღვარზე მიიყვანა, ამიტომაც საქმეში  უნდა ჩაერიოს კონგრესი და სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც თავიდან ააცილებს ამერიკას  ირანთან არალეგალურ ომს. სენატორმა ტომ კარპერმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მუდმივად პროვოკაციულ  ქმედებებს იჩენს ირანის მიმართ.



მსგავსი ინფორმაციები