ძლიერი მიწისძვრა ირანში

ძლიერი მიწისძვრა ირანში

1332158
ძლიერი მიწისძვრა ირანში

ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ, ბენდერ-აბასში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ, ბენდერ-აბასში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ ადგილობრივი დროით 17:19 საათზე მოხდა.  სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ბენდერ-აბასის თაჰთის რაიონში, 20  კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრის შედეგად  ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.


საკვანძო სიტყვები: #ბენდერ-აბასი , #მიწისძვრა , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები