ბაღდადში,  შიიტი  დემონსტრანტები  აშშ-ს საელჩოს დარბევას შეეცადნენ

ბაღდადში,  შიიტი  დემონსტრანტები  აშშ-ს საელჩოს დარბევას შეეცადნენ

1332676
ბაღდადში,  შიიტი  დემონსტრანტები  აშშ-ს საელჩოს დარბევას შეეცადნენ

ერაყში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დარბევის მცდელობაში მონაწილე შიიტი დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული ძალადობრივი ქმედების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. შიიტური დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-ს მიერ სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს საელჩოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული. მათივე განცხადებით, სანამ დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-ს მომხრეები საელჩოსთან შეიკრიბებოდნენ, საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლა“-ს მებრძოლებმა ერაყის სამხედროები საელჩოს ბინის ირგვლივ ტერიტორიიდან გარიყეს. მეორეს მხრივ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადილ აბდულმეჰდიმ შიიტური დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-ს მომხრეებს, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. მთავრობამ, დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლა“-ს მებრძოლების მიერ აშშ-ს საელჩოზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო. ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ამერიკამ, ერაყში შიიტური დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-ს და „ქატაიბ ჰეზბოლა“-ს მებრძოლების მიმართ საჰაერო იერიში განახორციელა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადილ აბდულმეჰდიმ კი ამერიკის საჰაერო ოპერაციის შედეგად  დაღუპულებისათვის სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები