რასულანში ქრისტიანებმა წლების შედმეგ შობის დღესასწაულის აღნიშვნა შესძლეს

რასულანში ქრისტიანებმა წლების შედმეგ შობის დღესასწაულის აღნიშვნა შესძლეს

1330114
რასულანში ქრისტიანებმა წლების შედმეგ შობის დღესასწაულის აღნიშვნა შესძლეს

სირიაში, თურქეთის მიერ განხორციელებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს მეშვეობით ტერორისტებიდან გათავისუფლებულ რასულაინში მცხოვრებმა ქრისტიანებმა წლების შემდეგ  შობის დღესასწაულის აღნიშვნა შესძლეს. ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს მეშვეობით ტერორისტებისგან გათავისუფლებულ რასულაინში ქრისტიანებმა, სირიულ მართლმადიდებლური ეკლესიაში შობის დღესასწაულის აღნიშვნა შესძლეს. ეკლესიაში შეკრებილმა სირიელმა და სომეხმა ქრისტიანმა მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს  და ლოცვები აღავლინეს. შობის აღნიშვნის შედმეგ სააგენტო „ანადოლუსათვის“ ინტერვიუს მიმცემმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ზიად მუსამ განაცხადა: „დღეს, რასულაინში სირიულ მართლმადიდებლური ეკლესიაში შობის დღესასწაულის აღნიშვნა, წლების შემდეგ მშვიდობიან გარემოში პირველად შევძელით. თურქეთის არმიას და სირიის ეროვნულ არმიას, ჩვენი ღვთისმსახურების შესრულებისათვის მიღებული ყოველგვარი უსაფრთხოების ზომებისთვის  მადლობელი ვართ. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა ჩვენ მეზობელ მუსლიმებს, რომლებმაც ეს დღესასწაული მოგვილოცეს. ამ მნიშვნელოვან დღეს ერთობლივი ვედრებები აღვავლინეთ. ასევე რეგიონის დამტოვებელებს მინდა მოვუწოდო, რომ რასულაინში მშვიდობამ დაისადგურა და შეუძლიათ საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ“. შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია,  YPG/PKK სირიის ქალაქ რასულაინში ეკლესიებს შტაბბინებად და იარაღის საწყობებად იყენებდა რა, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ეროვნულმა არმიამ ამ რეგიონში 12 ოქტომბერს ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო და ქალაქი ტერორისტებისგან გაათავისუფლა.



მსგავსი ინფორმაციები