PKK/YPG-ს მიერ მოწყობილ ტერაქტს 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

PKK/YPG-ს მიერ ტელ აბიადის რაიონში დანაღმული მანქანით განხორციელებულ თავდასხმას 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

1328782
PKK/YPG-ს მიერ მოწყობილ ტერაქტს 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სეპარატისტულმა ტერორისტულმა ორგანიზაცია PKK/YPG-მ სირიის ტელ აბიადის რაიონში დანაღმული მანქანით განხორციელებული თავდასხმის დროს 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ სოციალური ქსელით Twitter-ით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს სამიზნე გახდა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ რეგიონში მცხოვრები უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები. ტერორისტებმა ტელ აბიადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 8 უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის 1 ბავშვი და 1 ქალი, მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაჭრილა.“


საკვანძო სიტყვები: #ტერორგანიზაცია , #ტერაქტი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები