ზელინსკი ბაქოს სტუმრობს

ალიევთან ხელი მოაწერეს მრავალ შეთანხმებას

1325198
ზელინსკი ბაქოს სტუმრობს
Zelenskiy-Aliyev.jpg

 

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიიღო აზერბაიჯანელმა კოლეგამ ილჰამ ალიევმა და პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ხელი მოაწერეს რამდენიმე ხელშეკრულებას, რის კვალდაკვალ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელზედაც ალიევმა თქვა, რომ მათ უკრაინელ კოლეგასთან ერთად, ვაჭრობის მოცულობის გაზრდის საკითხის გარდა, განიხილეს ასევე ერთობლივი კაპიტალის ინვესტიციის პროექტებიც. ალიევის განცხადებითვე, ისინი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ SOCAR- ის საქმიანობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს უკრაინაში და ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზეც შეთანხმდნენ. ზელინსკიმ კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთს რთულ პერიოდშიც უჭერდნენ მხარს და რომ აზერბაიჯანი ყოველთვის იყო და არის საიმედო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი უკრაინისთვის. მანვე აზერბაიჯანულ კომპანიებს უკრაინის პრივატიზაციაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. "სოკარი 10 წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობს უკრაინაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის პროდუქტების წარმოებასა და ტრანსპორტირებას," აღნიშნა ზელინსკიმ და დაამატა, რომ მათ ასევე ისაუბრეს მთიანი ყარაბაღისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტებზეც.



მსგავსი ინფორმაციები