რუსეთი და დამასკო ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ
მასში მონაწილეობას იღებენ კრეისერები, თვითმფრინავები და კატარღები
1324953

რუსეთის საზღვაო ძალებმა და დამასკოს რეჟიმის საზღვაო ძალებმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. რუსეთის არმიის წვრთნების მეთაურმა, ადმირალმა ალექსანდრე იულდაშევმა რუსული პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ რუსეთის მხრიდან ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებენ სამხედრო ხომალდები, საბრძოლო თვითმფრინავები სირიის ჰმეიმიმის ბაზიდან და მოიერიშე კატარღები, ხოლო ასადის რეჟიმის მხრიდან კი გამნაღმველი გემები. მისივე თქმით, ზღვაზე განხორციელებული საარტილერიო დარტყმების გარდა, არალეგალური შეიარაღებული ჯგუფებისა და უპილოტო საჰაერო აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებიც იქნება გამომუშავებული. იულდაშევმა არავითარი ინფორმაცია არ გათქვა მანევრებში მონაწილე გემების, თვითმფრინავების და პერსონალის რაოდენობის შესახებ