ნურ სულთანი სირიის შეხვედრას მასპინძლობს

მასში მონაწილეობას იღებენ გარანტორი ქვეყნები

1320648
ნურ სულთანი სირიის შეხვედრას მასპინძლობს

 

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მდებარე სასტუმრო რიც კარლტონში, სირიის შესახებ გარანტორი ქვეყნების მე -14 შეხვედრა რუსეთსა და ირანს შორის ორმხრივი ტექნიკური მოლაპარაკებებით დაიწყო. სავარაუდოდ დღეს, თურქეთის დელეგაცია, რუსეთის, ირანის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგაციებს შეხვდება. ნურ სულთანში დღის წესრიგშია სირიაში ყოვლისმომცველი ჰუმანიტარული დახმარების გააქტიურება, ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების მიზნით ნდობის აღდგენის ღონისძიებები, პატიმრების განთავისუფლება, დაკარგულების ძებნა, საერთაშორისო კონფერენციის გამართვისთვის აუცილებელი ინიციატივებისა  და პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობის განხილვა, საკონსტიტუციო კომიტეტის მუშაობის დაწყების ფონზე წინსვლის ნაბიჯების გადადგმა და სხვა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ალექსანდრე ლავრენტიევი, ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰუსეინ ჯაბირ ენსარი, თურქეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი, ხოლო გაეროსას კი გეირ პედერსანი. რაც შეეხება თვით სირიას, აქედან  სირიის რეჟიმისა და სამხედრო ოპოზიციის დელეგაციები მონაწილეობენ. როგორც ცნობილია, სირიის გარანტორი ქვეყნების, თურქეთის, რუსეთის და ირანის მონაწილეობით ასტანის  მოლაპარაკებები დაიწყო 2017 წლის იანვრიდან



მსგავსი ინფორმაციები