ირანი ამერიკასთან პატიმრების საყოველთაო გაცვლისათვის მზად არის

ირანი ამერიკასთან პატიმრების საყოველთაო გაცვლისათვის მზად არის

1320514
ირანი ამერიკასთან პატიმრების საყოველთაო გაცვლისათვის მზად არის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პატიმრების საყოველთაო გაცვლისათვის მზად არის. ჯავად ზარიფმა საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:  „მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ ჩვენი მძევალი, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ ყველა პატიმრის გაცვლისთვის“. შეგახსენებთ, რომ ამერიკამ და ირანმა პატიმრების გაცვლა გასულ კვირას დაიწყეს. ირანმა, 2016 წლიდან მოყოლებული  პატიმრობაში მყოფი,  პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტი,  სიუე ვანგი გაათავისუფლა, რის საპასუხოდაც ვაშინგტონის მთავრობამ ირანელი მეცნიერი, მესუდ სულეიმანი, რომელიც ამერიკაში თითქოს და სანქციების დარღვევის გამო ერთ წელზე მეტია პატიმრობაში იმყოფებოდა, თეირანს გადასცა.  ვაშინგტონ-თეირანს შორის პატიმრების გაცვლის პროცესს თვით ამერიკის პრეზიდენტი ტრამპიც გამოეხმაურა და ირანს ‘სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის’ ხოლო,  შვეიცარიის მთავრობას ‘გაწეული დახმარებისთვის’ მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები