ელ-ბაღდადის მოადგილეც დაკავებულია

ებუ ჰალდუნი ქირქუქში დააკავეს

1317149
ელ-ბაღდადის მოადგილეც დაკავებულია

 

სირიაში და ერაყში მოქმედი რადიკალური ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის ლიდერის, ებუ ბექირ ელ-ბაღდადის რამდენიმე კვირის წინ სირიის ქალაქ იდლიბში მკვლელობის შემდეგ, ახლა, მისი მოადგილე და მარჯვენა ხელი, მეტსახელად ებუ ჰალდუნი, ერაყის ქალაქ ქირქუქის მახლობელ ჰავიჯეს დასახლებაში დააკავეს. იგი ამავე დროს ერაყის სელაჰეტტინის ვილაიეთის სამხედრო უფროსადაც ითვლებოდა. როგორც ცნობილია, ერაყის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორია დაეშისგან გაათავისუფლეს, თუმცა, აქა-იქ მიმალული ტერორისტები ზოგჯერ თავდასხმებს აწყობენ როგორც ძალოვანებზე, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაზე



მსგავსი ინფორმაციები