ირანში ღორის გრიპს ებრძვიან

ბოლო ერთ კვირაში 19 ადამიანი დაიღუპა

ირანში ღორის გრიპს ებრძვიან

 

ირანში, H1N1 ვირუსის (ღორის გრიპის) გამო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 19 ადამიანი გარდაიცვალა. ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალი რიზა რეისიმ, ირანელი სტუდენტების ახალი ამბების სააგენტოსთან (ISNA) საუბრისას თქვა: ”ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, H1N1 ვირუსით დაავადებული 273 ადამიანიდან, რომლებიც  მკურნალობენ ქვეყნის სხვადასხვა საავადმყოფოებში, 19 ადამიანი გარდაიცვალა“. მისივე თქმით წელს, გასულ წელთან შედარებით ღორის გრიპის შემთხვევები გაიზარდა და ყველაზე მეტად ეს ავადმყოფობა დაფიქსირდა გულისტანის, მაზანდარანის, ქირმანისა და აჰვაზის რეგიონებში



მსგავსი ინფორმაციები