ერაყის პრემიერი თანამდებობას სტოვებს
ამით იგი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას ისახავს მიზნად
ერაყის პრემიერ მინისტრმა ადილ აბდულმეჰდიმ განაცხადა, რომ თანამდებობას სტოვებს იმისათვის, რათა მოიძებნოს გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრის თვიდან მიმდინარეობს. გადადგომის თაობაზე განცხადება მან პარლამენტის გუშინ გამართულ გენერალურ სესიას წარუდგინა და მოითხოვა როგორც მისი გადადგომის დამტკიცება, ასევე კრიზისიდან გამოსვლისათვის სხვა ვარიანტების განხილვაც. მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მისი გადადგომის დამტკიცების შემთხვევაში, ამჟამინდელი მთავრობა ახალი კაბინეტის შექმნამდე გააგრძელებს მუშაობას. ერაყში უმუშევრობის, კორუფციის და საჯარო მომსახურების არარსებობის პროტესტის ნიშნად, ოქტომბრიდან დაიწყო მასიური გამოსვლები, რომლის დროსაც 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 15000-ზე მეტი დაშავდა.
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული