TANAP-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიება ედირნეში გაიმართა

ღონისძიებას,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც ესწრებოდნენ

TANAP-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიება ედირნეში გაიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტი, თურქეთის მშვიდობიანი ხედვის კონკრეტული მაგალითია. მან ამის შესახებ ქალაქ, ედირნეს იპსალას რაიონში,  TANAP-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ჩვენი ქვეყნის და რეგიონისათვის ისტორიული მნიშვნელობის ფაქტის მომსწრენი ვართ. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ აღნიშნული პროექტი, რეგიონის მშვიდობის და სტაბილურობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო 7,5 წლიანი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პროექტის დასრულებას დიდი სიამაყით ვხვდებით. ეს პროექტი, უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყნებს შორის ღრმა მეგობრობის სიმბოლოა.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ბოლო დროს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ზოგიერთის ხმამაღალი განცხადებებით გემებს იქიდან არ გამოვიყვანთ. ჩვენი ქვეყანა, როგორც საკუთარ უფლებებს ასევე კვიპროსელი თურქების უფლებებსაც ბოლომდე დაიცავს. ზოგიერთები რეგიონში, ნახშირწყალბადის რესურსების გაზიარებას ცდილობენ. მაშინ, როდესაც ამ სიმდიდრეების სამართლიანი გადანაწილების შესაძლებლობა არსებობს, ზოგიერთები შანტაჟის გამოყენებას ირჩევს. სიმართლე კი ერთია, საერთაშორისო სამართალზე მაღლა არავინ დგას.“

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის TANAP-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე  სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც და აღნიშნა, რომ დღეს ისტორიული დღეა რა, იმედი გამოთქვა, რომ TANAP-ის პროექტი როგორც თურქეთ-აზერბაიჯანისთვის ასევე რეგიონის ქვეყნებისთვისაც სიკეთის მომტანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.

TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს.



მსგავსი ინფორმაციები