ერსინ თათარმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერსინ თათარმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერსინ თათარმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (KKTC) პრემიერ-მინისტრმა ერსინ თათარმა განაცხადა, რომ კვიპროსის მოლაპარაკებებს უნდა ჰქონდეს როგორც ფედერალური, ასევე  ალტერნატიული გზა. მან ამის შესახებ,  ლონდონის წარმომადგენლობის ოფისში გამართული პრესკონფერენციის დროს აღნიშნა. თათარმა ასევე პრესის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ კვიპროსის საკითხზე  არაფორმალური მოლაპარაკებები გამართა  გერმანიის დედაქალაქ ბერლინში და დაამატა: „ჩვენ როგორც მთავრობა  ვერ წარმოგვიდგენია, რომ  რაიმე სერიოზული წინსვლა დაფიქსირდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან კვიპროსის ბერძნული მხარე ჯერ კიდევ აგრძელებს კვიპროსელი თურქი ხალხის მიმართ უსამართლო ქმედებებს. ჩვენის აზრით, საკითხთან დაკავშირებით ალტერნატიული გზა უნდა მოიძებნოს. მათ შორის, ევროკავშირის შემადგენლობაში ორი ცალკეული სახელმწიფო,  როგორც კონფედერაცია. ამ საკითხს თვით ანკარაც უჭერს მხარს“.



მსგავსი ინფორმაციები