ალ-სადრიმ მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა
ერაყში ანტი სამთავრობო გამოსვლები გრძელდება
სადრის მოძრაობის ლიდერმა ერაყში, მუქტადა ალ – სადრიმ, სოციალური მედიის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ გადადგეს, რათა ბოლო მოეღოს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებში უდანაშაულო ადამიანთა სისხლისღვრას. ”მთავრობის გადადგომა ერაყში არ იქნება დასასრულის დასაწყისი. მე არ შემიძლია მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელსაც ბრალი ედება კორუფციაში, ხოლო ამის პარალელურად არ მივიღებ მონაწილეობას მათთან არც კოალიციაში და არც არჩევნებში.” ამავე მესიჯში იგი დემონსტრანტების მხრიდან ქალაქ ნეჯეფში მოქმედი ირანის გენერალური საკონსულოს გადაწვასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი ქვეყანა არ უნდა გადაიზარდოს მეორე სირიაში.
ერაყში უმუშევრობის, კორუფციის და საჯარო მომსახურების არარსებობის წინააღმდეგ 1 ოქტომბრიდან დაწყებულ ანტი სამთავრობო დემონსტრაციებში დღემდე 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15000-ზე მეტი დაშავდა.