ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰამასის სამხედრო ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰამასის სამხედრო ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს

1313588
ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰამასის სამხედრო ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ღაზაში,  ჰამასის ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიიდან გავრცელებული ინფორმაციით, მათმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ღაზის სამხრეთ ნაწილში იარაღის წარმოების ობიექტების და ჰამასის სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. მათივე განცხადების მიხედვით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი იქნა გახსნილი. ისრაელის არმიის პრესსპიკერის განცხადებით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. რაც შეეხება ისრაელის მიერ ჰამასის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ჰამასი , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები