ერაყში DEAŞ-ის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა

ერაყის პროვინცია კირკუკში ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა

1310918
ერაყში DEAŞ-ის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა

ერაყის პროვინცია კირკუკში ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა

კირკუკის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ოფიცრის განცხადებით, რეშადის რაიონში უსაფრთხოების პუნქტზე თავდასხმის დროს ორი პოლიციელი დაიღუპა.  

ასევე დაშავდა ერთი ადამიანი და ტერორისტებმა შემთხვევის ადგილიდან თავის დაღწევა მოახერხეს.

ერაყის ხელისუფლებამ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ წარმატებას მიაღწია ტერორისტულ ორგანიზაციასთან DEAŞ- თან ბრძოლაში და რომ ტერორისტების მიერ დაკავებული მთელი ტერიტორია უკან დაიბრუნა.

ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ, რომელიც დროდადრო აქტიურდება, თავს ესხმის განსაკუთრებით კირკუკის, სელაჰადინისა და დიალას პროვინციებს შორის მოქცეულ რეგიონს.



მსგავსი ინფორმაციები