ოპერაცია „კლანჭი 3“ -ის ფარგლებში ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი 5 ტერორისტი გაანეიტრალეს

ოპერაცია „კლანჭი 3“ -ის ფარგლებში გუშინ სეპარტისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი 5 ტერორისტი გაანეიტრალეს

1309291
ოპერაცია „კლანჭი 3“ -ის ფარგლებში ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი 5 ტერორისტი გაანეიტრალეს

ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ჰაფთანინის რეგიონში ოპერაცია „კლანჭი 3“ -ის ფარგლებში გუშინ სეპარტისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი 5 ტერორისტი გაანეიტრალეს.  

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სოციალური ქსელის twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ერაყის ჩრდილოეთში, ოპერაცია „კლანჭი 3“ -ის ფარგლებში ჰაფთანინის რეგიონში წარმოებული ოპერაციის დროს მზადებაში მყოფი PKK-ელი 5 ტერორისტი იქნა აღმოჩენილი, რომლებიც ჩვენმა უპილოტო შეიარაღებულმა საჰაერო აპარატებმა (SİHA) გაანეიტრალეს. ოპერაციები უწყვეტლივ გაგრძელდება.“

ამავე რეგიონში დღეს საჰაერო ძალების მხარდაჭერით ჩატარებული ოპერაციის შედეგად სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი 10 ტერორისტი გაანეიტრალეს.

თავდაცვის სამინსიტროს განცხადებით, ერაყის ჩრდილოეთში მიმდინარე ოპერაცია „კლანჭი 3“-ის ფარგლებში წარმოებული ოპერაციის დროს სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს 10 ტერორისტი მძიმე შეიარაღებასთან, საბრძოლო მასალასთან და საწვავთან ერთად განეიტრალებული იქნა.


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია , #კლანჭი 3

მსგავსი ინფორმაციები