სირიაში რუსეთის თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში რუსეთის თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში რუსეთის თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ იდლიბის დეესკალაციის ზონაში სამოქალაქო დასახლებებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.  

ოპოზიციის ინფორმაციით, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები იდლიბის დეესკალაციის ზონის საზღვრებში მდებარე კეფრენბილის რაიონში და სოფლებში რამი, ჯიბალა, მაარშიმშამი ღამის საათებიდან თავდასხმებს აწყობენ.

იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის უფლებამოსილთა თქმით, თავდასხმების შედეგად სოფელ რამიში 3, სოფელ მაარშიმშანში კი 2 ადამიანი დაიღუპა.   

რუსეთისა და ასადის რეჟიმის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ბოლო ერთი კვირის მანძილზე იდლიბის დეესკალაციის ზონაში არსებულ დასახლებებზე მოწყობილი საჰაერო შეტევების შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთსა და რუსეთს შორის 2018 წლის 17 სექტემბერს შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე იდლიბის დეესკალაციის ზონაში რეჟიმისა და რუსეთის თავდასხმებს 1300-ზე მეტი სამოქალაქო ემსხვერპლა.

იმ რეგიონებიდან სადაც თავდასხმები ინტენსიურია შედარებით მშვიდ და განსაკუთრებით თურქეთის საზღვართან ახლოს გადასახლებულთა რიცხვმა კი ბოლო ერთ წელიწადში 1 მილიონს მიაღწია.   


საკვანძო სიტყვები: საჰაერო თავდასხმა , სირია , რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები