ისრაელის ჯარებმა კიდევ 13  პალესტინელი დააკავეს

ისრაელის ჯარებმა კიდევ 13  პალესტინელი დააკავეს

1294184
ისრაელის ჯარებმა კიდევ 13  პალესტინელი დააკავეს

ისრაელის ჯარებმა  ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კიდევ 13 პალესტინელი დააკავეს. ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათმა ჯარებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერაციების დროს კიდევ 13 პალესტინელი დააკავეს, რომლებიც თითქოს და ‘ტერორისტულ აქტებში’ მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით დაკავებული პალესტინელები დაკითხვის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის ძალები,  პალესტინელების სახლებში სხვადასხვა ბრალდებებით უკანონო ჩხრეკებს ხშირად ატარებს და პალესტინელებს აკავებენ.  პალესტინის ოფიციალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად ისრაელის ციხეებში 5000-ზე მეტი  პალესტინელი იმყოფება, მათ შორის 220 ბავშვია.



მსგავსი ინფორმაციები