ძლიერი მიწისძვრა ირანში

ძლიერი მიწისძვრა ირანში

1291909
ძლიერი მიწისძვრა ირანში

ირანის სამხრეთით მდებარე ჰორმაზაგანის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიის ცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით,  მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კუხერდში,  10 კილომეტრის სიღრმეში იყო. ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები