თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ რას ალ-აინზე კონტროლი უკვე  დაამყარა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ რას ალ-აინზე კონტროლი უკვე  დაამყარა

1286866
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ რას ალ-აინზე კონტროლი უკვე  დაამყარა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში 9 ოქტომბერს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია,  „მშვიდობის წყარო“-ს ფარგლებში მათმა შეიარაღებულმა ძალებმა და  სირიის ეროვნულმა არმიამ  ქალაქ,  რას ალ-აინზე კონტროლი უკვე  დაამყარეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ოპერაციაში სირიის ეროვნული არმიაც არის ჩართული. სამინისტრო თავის განცხადებაში იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში თურქულმა F16-ებმა ტერორისტების სამიზნეები დაბომბეს რა, დილით სირიის ეროვნულმა არმიამ რას ალ-აინის ცენტრში შევიდა და ქალაქზე კონტროლი დამყარდა. ამის შემდეგ კი ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებებზე აღმართული ტერ-ორგანიზაცია, PKK/YPG-ს  ე.წ. დროშები ჩამოხსნეს და სირიის ეროვნული არმიის დროშები აღმართეს. რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები