თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ტერორისტების სამიზნეები გაანადგურეს

ოპერაცია "მშვიდობის წყარო" დაიწყო

1285186
თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ტერორისტების სამიზნეები გაანადგურეს

თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა, ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს ფარგლებში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში, სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-ს სამიზნეები გაანადგურეს. საბრძოლო თვითმფრინავებმა ტერ-ორგანიზაცია,  YPG/PKK-ს ოკუპირებულ რეგიონებში დაახლოებით 30 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და რეგიონის სოფლებში ტერორისტების სამიზნეები გაანადგურეს. მეორეს მხრივ, საარტილერიო განყოფილებებმა შანლიურფას ოლქის აქჩაქალეს რაიონიდან სირიის ტერიტორიაზე მდებარე ტელ-აბიადის რეგიონში ტერორისტების სამიზნეებს მასიური ცეცხლი გაუხსნეს. წუხელ ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა, ერდოღანმა „მშვიდობის წყარო“ ოპერაციის საკოორდინაციო ცენტრიდან ოპერაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები