ამერიკელი სამხედროები სირიას ტოვებენ

ამერიკელი სამხედროები სირიას ტოვებენ

1283169
ამერიკელი სამხედროები სირიას ტოვებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები სირიის ტერიტორიას ტოვებენ. აშშ, სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს, 2014 წლის სექტემბრიდან  DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შევიდა. ამერიკამ, ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვა ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-ს გამოყენება დაიწყო. მეორეს მხრივ, მიუხედავად ანკარის მრავალი გაფრთხილებებისა, აშშ-ს არმია YPG/PKK-ს მიმართ მხარდაჭერას აგრძელებდა რა, მას შემდეგ რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ახალი ოპერაციის დაწყება დააანონსა, ამერიკამ ამ რეგიონებიდან სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ს, სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია,  YPG/PKK-ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაზღვრო-საგუშაგო პოსტები ჰქონდა განლაგებული. სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში ამერიკას  2000-მდე სამხედრო პერსონალი ჰყავს.



მსგავსი ინფორმაციები