YPG/PKK-ს ტერორისტები თავისუფალი სირიის არმიის სამიზნეებს დაესხნენ

YPG/PKK-ს ტერორისტები თავისუფალი სირიის არმიის სამიზნეებს დაესხნენ

1282584
YPG/PKK-ს ტერორისტები თავისუფალი სირიის არმიის სამიზნეებს დაესხნენ

სირიის ჩრდილოეთში მდებარე ტელ-რიფატის რაიონში  სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-მ  თავისუფალი სირიის არმიის (ÖSO) სამიზნეებში შეღწევას შეეცადა, რა დროსაც მხარეებს შორის შეტაკება მოხდა. აფრინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ტელ-რიფატის რაიონი სამი წელია სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მიერ არის ოკუპირებული.  YPG/PKK-ს მიერ ოკუპირებულ ტელ-რიფატის  ტერიტორიიდან დაახლოებით 250 ათასი ადგილობრივი იძულებით მიგრაციაში წავიდა. YPG/PKK-ს ტერორისტები ამ რაიონიდან  ÖSO-ს კონტროლის ქვეს მყოფ ტერიტორიებზე თავდასხმებს პერიოდულად ახორციელებენ. მეორეს მხრივ, ჯერაბლუსში თავისუფალი სირიის არმიის კუთვნილ სამხედრო ავტომობილზე წინასწარ დამონტაჟებული ბომბიანი თავდასხმა განხორციელდა რის შედეგადაც ოთხი სამოქალაქო პირი დაშავდა. უსაფრთხოების ძალები კი აღნიშნულ ფაქტს ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-ს აკისრებენ.


საკვანძო სიტყვები: #ტელ-რიფატი , #თავდასხმა , #ÖSO , #YPG/PKK

მსგავსი ინფორმაციები