გაერო იდლიბში ჰუმანიტარულ დახმარებას აგრძელებს

ჰუმანიტარული კოლონა 37 ტრაილერისგან შესდგება

1280580
გაერო იდლიბში ჰუმანიტარულ დახმარებას აგრძელებს

 

გაერომ, სირიის ქალაქ იდლიბში, ჰუმანიტარული დახმარებით სავსე კიდევ 37 ტრაილერი გააგზავნა. თურქული საინფორმაციო წყაროების ცნობით, ეს ტვირთი თურქეთის სირიასთან მოსაზღვრე ჰატაის ოლქის, რეიჰანლის რაიონის ჯილვეგოზის სასაზღვრო პუნქტიდან სირიაში შეიტანეს. ამავე ინფორმაციით, ეს ჰუმანიტარული ტვირთი, ალყაშემოტყმულ ქალაქ  იდლიბის მცხოვრებლებს დაურიგდებათ

 



მსგავსი ინფორმაციები