ერევანი ეეკ-ის სამიტს მასპინძლობს

აქ პირისპირი შეხვედრა გაიმართა როჰანი-პუტინს შორის

1280044
ერევანი ეეკ-ის სამიტს მასპინძლობს

 

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პირისპირი შეხვედრა გაიმართა ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის. ირანის პრეზიდენტის პრეს სამსახურიდან გავრცელებული წერილობით განცხადების თანახმად, როჰანი, რომელიც ერევანში იმყოფება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, პუტინს, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად ესაუბრა ბირთვულ შეთანხმებაზეც და  რეგიონულ და გლობალურ საკითხებზეც. როჰანის მტკიცებით, ირან-დასავლეთს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება არის წარმატებული მოდელი საერთაშორისო პრობლემების გადასაჭრელად და მისგან დადებითი ნაყოფების მისაღებად საჭიროა ყველა მხარემ შეასრულოს მისით გათვალისწინებული ვალდებულებები. პუტინმა კი, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ბირთვული შეთანხმების მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი შეეცდება, შეთანხმების ხელმომწერმა ყველა ქვეყანამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. პუტინი ასევე მიესალმა ირანის ოფიციალურ თანამშრომლობას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ფართო საფუძველს შეუქმნის რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას



მსგავსი ინფორმაციები