მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება

მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება

1278158
მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის კრიზისის თემად ქცეული,  მთიანი ყარაბაღის საკითხი ჯერ კიდევ საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის საფრთხეს წარმოადგენს. მამედიაროვმა ამის შესახებ გაერო-ს 74-ე გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გასული წლის გენერალური ასამბლეიდან დღემდის, მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით სომხეთის გულგრილობის გამო, არანაირი წინსვლა არ დაფიქსირებულა.  „სომხეთი, ვალდებულია საერთაშორისოს საზოგადოების და მისი ხალხის შეცდომაში შეყვანის ნაცვლად, საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს. ერევანი, პროვოკაციულ ქმედებებს რაც უფრო დროულად დაასრულებს, ჩვენ ხალხებს შორის მშვიდობა და კეთილდღეობა უფრო სწრაფად აისახება. ამისათვის კი სომხეთმა რეგიონში ‘აგრესიული და მტრული’ პოლიტიკა უნდა დაასრულოს“, განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.

მეორეს მხრივ, გაერო-ს  გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიან დასძინა, რომ აზერბაიჯანს საკითხთან დაკავშირებით  არ სურდა ‘კომპრომისზე’  წასვლა.



მსგავსი ინფორმაციები