ლავროვმა ნიუ-ორკში პრეს კონფერენცია მოაწყო

უსაფრთხოების ზონის საკითხში მან თურქეთის პოზიცია გაამართლა

1277873
ლავროვმა ნიუ-ორკში პრეს კონფერენცია მოაწყო

 

ნიუ–იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბარში შეფასება მისცა რა ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხო ზონის შექმნის საკითხს, თქვა, რომ თურქეთი ცამდე მართალი არის ამ საკითხში, რადგან, აშშ-ის მიერ კონტროლირებადი ხსენებულ რეგიონიდან ტერორისტები ხშირად გადმოდიან თურქეთის ტერიტორიაზე და უსაფრთხოების მხრივ ისინი დიდ სირთულეებს უქმნიან თურქ სამართალდამცავებს. ლავროვმა თქვა, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გამო, ისინი არ არიან გულგრილი ”უსაფრთხო ზონის“ საკითხისადმი და ამიტომ ორივე ქვეყნის, თურქეთის და სირიის წარმომადგენლებს სისტემატურად ხვდებიან და მათთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მისივე აზრით, ამერიკელები ადგილობრივ ქურთებს თავიანთი ახლო აღმოსავლური მიზნებისა და ინტერესების განხორციელებისათვის იყენებენ და ამიტომ, ქურთული თვითმმართველი ორგანოების შესაქმნელად კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს. რუსი მინისტრი ბოლოს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრები რუსი დიპლომატებისათვის ამერიკის მხრიდან ვიზების გაუცემლობის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ მოსკოვი მას  საჭირო და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით უპასუხებს



მსგავსი ინფორმაციები