ბაქოში „კავკასიის არწივი 2019“ გრძელდება

სწავლება 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება

1276221
ბაქოში „კავკასიის არწივი 2019“ გრძელდება

აზერბაიჯანის დედაქალაქ, ბაქოში 23 სექტემბერს   დაწყებული აზერბაიჯანის, საქართველოს და  თურქეთის  სპეციალური დანიშნულების ძალების ერთობლივი წვრთნები წარმატებით გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნების ფარგლებში  სამხედრო მოსამსახურეები საჰაერო კომპონენტების გამოყენებით პირობითი მიზნის განადგურების, მძევლების გათავისუფლების, დაჭრილების ევაკუაციისა და სხვა ამოცანებს შეასრულებენ. მიმდინარე წლის სამმხრივ წვრთნებში, პაკისტანელი სამხედროები დამკვირვებლის პოზიციით ესწრებიან. „კავკასიის არწივი 2019“ სწავლება 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები